USD 2.8468

EUR 2.9894

TRY 0.0819

GBP 3.6077

RUB 0.027102

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ოფიციალურად ვაცხადებ რომ Georgian Airways-ი სალომე ზურაბიშვილს აღარ მოემსახურება - თამაზ გაიაშვილი

ოფიციალურად ვაცხადებ რომ Georgian Airways-ი სალომე ზურაბიშვილს აღარ მოემსახურება - თამაზ გაიაშვილი

2023-05-20 17:58:32

 

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი პრეზიდენტს აღარ მოემსახურება. როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა მისი ავიაკომპანია, რომლითაც პრეზიდენტი ხშირად სარგებლობდა ამიერიდან სალომე ზურაბიშვილ თავადაც ბოიკოტს უცხადებს და აღარ მოემსახურება.

 

,,ჩვენც არ მოვემსახურებით მას, ჩვენც ბოიკოტს ვუცხადებთ! პრეზიდენტი ჩვენი მომსახურებით ხშირად სარგებლობდა - ოფიციალურად ვაცხადებთ რომ ჩვენ მას აღარ მოვემსახურებით!“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა Business Insider Georgia-სთან საუბრისას. 

 

შეგახსენებთ რომ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა რომ Georgian Airways-ს ბოიკოტს უცხადებს: „აირზენა არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც არის მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. და კიდევ ერთი რამ, მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, ვიდრე ეს იქნება აირზენას ხელში, რომ კიდევ ამით არ გავამდიდრო ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები