USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეისების მიღება უჭირს

ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეისების მიღება უჭირს

2024-01-11 11:00:00

 

ნისლის და დაბალი ხილვადობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს რეისების მიღება უჭირს. ამ მიზეზით მოსკოვი-თბილისის რეისი, რომელსაც ავიაკომპანია Georgian Airways-ი ასრულებდა თბილისის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. ხოლო ავიაკომპანია Air Dilijans-ს საჰაერო ხომალდი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა უკან ერევანში გაფრინდა. ხოლო ავიაკომპანია AZAL-ის ბორტი, რომელიც ბაქო-თბილისს ასრულებდა ასევე უკან ბაქოში დაბრუნდა. უკან დაბრუნდა ასევე Qeshm Air-ი, რომელიც თეირანიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა. თბილისის ცაზე რამდენიმე წუთიანი ფრენის შემდეგ ისიც უკან თეირანში დაბრუნდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები