USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა ტერაბანკის მენეჯმენტს შეხვდა

ნათია თურნავა ტერაბანკის მენეჯმენტს შეხვდა

2023-09-05 19:05:35

ნათია თურნავა საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, აბჰიჯით ჩოუდურის და გენერალურ დირექტორს, თეა ლორთქიფანიძეს შეხვდა.


საუბარი შეეხო საფინანსო სექტორში არსებულ მდგომარეობას. ნათია თურნავამ ტერაბანკის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო ზედამხედველობის მიმართულებით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი და განვითარებული სექტორია, რომელსაც ეკონომიკის წინსვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.


"ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან. ეროვნული ბანკის ამოცანაა, საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანების შესასრულებლად, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სტანდარტები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს. ეროვნული ბანკის დროული, თანმიმდევრული რეგულირების დამსახურებაცაა, რომ საფინანსო სექტორი განვითარებული და სტაბილურია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები