USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელს შეხვდა

2023-07-26 17:37:22

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კამელ ბუჰმადს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შეხვდა.


შეხვედრაზე ADB-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს ერთობლივი პროექტები, რომლებიც ბოლო წლებში ADB-ის მხარდაჭერით საქართველოში  განხორციელდა.


საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციებს და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ეროვნული ბანკი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ დგამდა.


"აზიის განვითარების ბანკთან საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მათი მხარდაჭერით ჩვენს ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ADB-მ საქართველოს მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად პროგრამული დახმარება გამოყო,  რომელმაც ხელი შეუწყო COVID-19-ის კრიზისის შემდგომი შოკების ფონზე საქართველოს ფისკალური მდგრადობის გაზრდას და ქვეყანას რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გაზრდილ ეკონომიკურ გაურკვევლობასთან გამკლავებაში დაეხმარა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ADB-ი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრების განვითარებას. ამ მიზნით, აზიის განვითარების ბანკმა 2019 წელს ლარის ობლიგაციები გამოუშვა, რამაც ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის მიერ გაცხადებული ლარიზაციის პოლიტიკის გაძლიერებას",- განაცხადა ნათია თურნავამ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები