USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის EBRD-ი ტრანშს გამოყოფს

ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის EBRD-ი ტრანშს გამოყოფს

2023-04-24 21:10:09

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების" (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II) თაობაზე  იმსჯელა. 

შეთანხმება ითვალისწინებს ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ტრანშის გამოყოფას. 

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პროექტის პირველ ეტაპზე დასრულებულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ძველი, კანონმდებლობასთან შეუსაბამო ნაგავსაყრელის დახურვის, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები.

ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის მოძრავი ტექნიკური საშუალებების შესაძენად საჭიროა დამატებითი რესურსი. კერძოდ, ტექნიკის შესაძენად საჭიროა 3 მლნ ევრო. 

მომხსენებელმა დეპუტატებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  (EBRD) სესხის ფინანსური პირობები გააცნო. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები