USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნაბიჯების ბონუს აქცია ჯანსაღი ცხოვრებისთვის სელფისგან - დაჯილდოვდი ყოველდღე 200MB-ით

ნაბიჯების ბონუს აქცია ჯანსაღი ცხოვრებისთვის სელფისგან - დაჯილდოვდი ყოველდღე 200MB-ით

2023-11-17 15:00:02

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ აბონენტს ემსახურება, დღეიდან მომხმარებელს Steps ბონუს აქციას სთავზობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის ფარგლებში, აპლიკაციაში MyCellfie ხელმისაწვდომია ნაბიჯების მთვლელი, რომლის მეშვეობითაც ყოველდღე 5000+ ნაბიჯის გადადგმის და აპლიკაციის ერთხელ მაინც გახსნის შეთხვევაში, აბონენტებს საჩუქრად ერიცხებათ 200MB ინტერნეტი. ამ ეტაპზე აქცია ხელმისაწვდომია iOS სისტემის მომხმარებლებისთვის.

აქციით სარგებლობისთვის:

  • დაეთანხმეთ Steps ბონუს აქციის წესებსა და პირობებს და მიაბით პერსონალური მეილი
  • გასააქტიურებლად, MyCellfie - ჩაურთეთ წვდომა ნაბიჯების მთვლელ iOS აპლიკაციაზე Apple Health 
  • გავლილი ნაბიჯების დასაანგარიშებლადაუცილებელია დღეში ერთხელ მაინც შეხვიდეთ აპლიკაციაში 
  • დარიცხული მეგაბაიტების გამოყენების ვადა 24 საათია

 

ნაბიჯები დაითვლება 1 კალენდარული დღის განმავლობაში, 00:00 საათიდან მომდევ-ნო დღის 00:00 საათამდე და დღიური ბონუსის მაქსიმალური ოდენობა 200MB -ია. აქციაში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები