„მზიურის კაფე" სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესის მქონე ადამიანზე მორგებული ინკლუზიური სივრცეა. გარდა იმისა, რომ სტუმრებს განსხვავებული და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, იგი საინტერესო შეხვედრების და აქტივობებისთვის გამორჩეული ადგილია, სადაც ხშირად მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების წყდება.
როგორც კაფეს დამფუძნებელი ანი გოგუაძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, ,,მზიურის კაფე" ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასამდე ვიზიტორს მასპინძლობს. გარდა ამისა, გოგუაძე ,,მზიურის" განსხვავებულ კონცეფციაზე საუბრობს.
„მერვე წელია, რაც კაფე ,,მზიურის" ისტორია გრძელდება. ეს არის სოციალური საწარმო, სადაც ყოველწლიურად ეწყობა კინოჩვენებები, საჯარო ლექციები, ვორქშოფები და შეხვედრები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
გარდა იმისა, რომ სტუმრებს გემრიელი კერძების დაგემოვნება შეუძლიათ, მომხმარებელმა ჩვენთან ყოველთვის ეგულება ადგილი, სადაც საინტერესოს და მხიარულად შეძლებს დროის გატარებას. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, საკმაოდ აქტიური და დატვირთულია. დიდი მოთხოვნაა როგორც თბილისელები, ასევე დედაქალაქის სტუმრების მხრიდან. აქაურობის კარი, ასევე ღიაა ნებისმიერი არაკომერციული ინიციატივისთვის", - ამბობს ანა გოგუაძე.
კაფე მზიურის კერძების ავტორია შეფ მზარეული მიშო ავსაჯანიშვილი. საწარმოში დასაქმებულია 18 ადამიანი.
სოციალური საწარმოს ერთადერთი შეღავათი ისაა, რომ ქირის ან იჯარის გადახდა არ უწევს. კომუნალური გადასახადები იმ სტანდარტში ჯდება, რომელიც კვების ყველა ობიექტისთვის საერთოა. სოციალური საწარმოს სტატუსის მიუხედავად, კაფე სპეციალური პირობებით არ სარგებლობს.
ცნობისთვის, 2016 წელს, ა(ა)იპ „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის უპრეცედენტო მხარდაჭერით, შეიქმნა სოციალური საწარმო „მზიურის კაფე“, რომლის ფარგლებში სრულიად განახლდა და აღიჭურვა კაფეს ისტორიული შენობა და მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მოიცავს ამფითეატრს და ბავშვთა სათამაშო მოედანს. „მზიურის კაფეს“ სოციალური მისიაა, შექმნან ყველა შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის ხელმისაწვდომი კაფე, რომელიც არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების მხარდამჭერი და ინიციატორი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში