USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობამ ფქვილის შემდეგ იმპორტის გადასახადი ქატოსა და ქერზეც დააწესა

მთავრობამ ფქვილის შემდეგ იმპორტის გადასახადი ქატოსა და ქერზეც დააწესა

2023-10-02 16:04:18

მთავრობამ ხორბლის ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერის მიზნით, 1 ტონა ხორბლის ფქვლზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით -250-ლარამდე გაზარდა, ხოლო ქატოსა და ქერის იმპორტზე გადაახადი 100 ლარით განისაზღვრა. 

„ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ მზარდი ტენდენციით ხასიათდება ფქვილის იმპორტი და ეს განპირობებულია ფასის არასტაბილური ფორმირებითა და იმ ჭარბი მოსავლით რაც არსებობს მსოფლიოში. ამის გათვალისწინებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50 ლარით გაიზარდოს და ჯამში 250 ლარი დაწესდეს საფასური ფქვილის იმპორტის შემთხვევაში“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ .  

მისივე თქმით, უამინდობის გამო ადგილობრივი ფერმერების მიერ მიღებული ხორბლის მოსავალი დაბალია და ძირითადად საფურაჟე დანიშნულებისთვისაა განკუთვნილი. 

„შესაბამისად, ამ კუთხითაც საჭიროა შესაბამისი მექანიზმების შემუშავება და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქერზე დაწესდეს 100 ლარი დამატებით საიმპორტო გადასახადი და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიიღება და ქატოს შემთხვევაშიც 100 ლარით განისაზღვრება დამატებით საიმპორტო საფასური. ვფიქრობთ, ეს ძალიან დაეხმარებათ ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს მათ მიერ მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პურის ფასზე გავლენა არ ექნება.  

ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა და მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე განისაზღვრა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები