USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების რეიტინგი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების რეიტინგი

2023-09-05 21:00:47

World of Statistics-მა მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების რეიტინგი შეადგინა. 

რეიტინგის თანახმად, პირველ ადგილზე ამერიკული სოციალური ქსელი Facebook-ია. აღნიშნულ სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 3,03 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

შემდეგ ანუ მეორე ადგილს კი YouTube ვიდეო ჰოსტინგი იკავებს. YouTube-ს ყოველთვიურად 2,56 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

WhatsApp-ი ამ რეიტინგში მესამე ადგილზეა. დღეს WhatsApp-ს 2 მილიარდი ადამიანი იყენებს.

მეოთხე ადგილზე კი ფოტო-სოციალური ქსელი Instagram-ი. ამჟამად Instagram-ს 2 მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს.

ყველაზე პოპულარული სოციალური პლატფორმების TOP-5-ში, ბოლო მეხუთე ადგილზე ჩინური სოციალური ქსელი WeChat-ია. ამ სოციალურ ქსელს 1,31 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს.

შემდეგ რეიტინგში მოდის TikTok-ი. დღეისათვის ამ ჩინურ სოციალურ ქსელში ვიდეოებს 1,09 მილიარდი ადამიანი უყურებს.

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები