USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვები ეცემა

მსოფლიო ბაზარზე სმარტფონების გაყიდვები ეცემა

2023-04-29 11:24:16

2023 წლის იანვრიდან აპრილამდე, სმარტფონების მწარმოებლებმა მსოფლიოს მასშტაბით 268,6 მილიონი ერთეული გამოიტანეს, რაც გასული წლის პირველ კვარტალში მიწოდებასთან შედარებით 14,6%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ ანალიტიკური სააგენტო IDC იტყობინება.

გასული კვარტალი ზედიზედ მეშვიდე იყო, როდესაც ბაზრის კლება დაფიქსირდა.

2023 წლის პირველ კვარტალში სამხრეთ კორეული IT გიგანტი Samsung გახდა სმარტფონების მთავარი მიმწოდებელი.

კომპანიამ  60,5 მილიონი ერთეული სმარტფონი გაყიდა, რაც 18,9%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ასეა თუ ისე, Samsung-ს ახლა ბაზრის ყველაზე დიდი წილი აქვს - 22,5%.

მეორე ადგილზეა Apple. კომპანიამ გაიყიდა 55,2 მილიონი iPhone (-2,3%) და ბაზრის 20,5% დაიკავა.

სამეული დახურა Xiaomi-ის ბრენდმა 30,5 მილიონი სმარტფონის მიწოდებით (-23,5%) და ბაზრის 11,4% დაიკავა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ Oppo და Vivo ბაზარზე 10.2% -იანი და 7.6%-იანი წილით. 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბაზრის მიმდინარე ვარდნა მართვადია. მწარმოებლები განაგრძობენ ძველი მოწყობილობების მარაგების გაყიდვას, ხოლო ახლის წარმოებას სიფრთხილით ეკიდებიან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები