USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის -  Galt & Taggart

მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის -  Galt & Taggart

2024-01-10 16:08:00

ბუნებრივი აირი 2023 წლის დეკემბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 29.7%-ით შემცირდა, ხოლო წლიურად 54.5%-იანი კლება დაფიქსირდა. ამისა შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც ყოველთვიური მიმოხილვაში წერია, ნავთობის მსგავსად, ბუნებრივი აირის ფასი ჰუსიტების თავდასხმების შემდეგ დროებით გაიზარდა. დამატებით, აირმზიდი ტანკერების ნაწილმა წითელ ზღვაზე თავის ასარიდებლად უფრო გრძელი მარშრუტები აირჩიეს, რამაც დანიშნულების ადგილამდე მისვლა თვეზე მეტი დროით გაზარდა.

„გარდა ამისა, ევროპაში ამინდი უარესდება, რაც ბუნებრივი აირის მოთხოვნაზე იმოქმედებს. ამის მიუხედავად ფასის მნიშვენლოვანი ზრდა უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროპაში მარაგების მაღალი დონეა (86%)“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები