USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის  აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის - მაია ომიაძე

მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის აღკვეთა უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის - მაია ომიაძე

2023-06-21 15:55:29

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის 8 წევრის დაკავებას ეხმაურება. თაღლითური ჯგუფის წევრები  ტურისტებს მოტყუებით შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს ახდევინებდნენ.  

„მოხარულები ვართ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი და აღკვეთილი იქნა აღნიშნული ტიპის თაღლითური სქემა. ძალიან სამწუხაროა ასეთი ფაქტების არსებობა ჩვენს ქვეყანაში ტურისტების მიმართ. მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს  რეაგირება აღნიშნული შემთხვევის აღმოფხვრის მიმართულებით. მსგავსი ტიპის დანაშაულებრივი სქემის  აღკვეთა კი უაღრესად მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისა და ქვეყნის იმიჯისთვის"-განაცხადა მაია ომიაძემ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები