USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებლის სასარგებლოდ „ბატას“ შიდა პოლიტიკის შეცვლა უწევს

მომხმარებლის სასარგებლოდ „ბატას“ შიდა პოლიტიკის შეცვლა უწევს

2023-08-24 12:59:29

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, კომპანია „აი სი არ ტრეიდისთან“, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა, საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება მაღაზია „ბატას“ საქმიანობის ფარგლებში - შეცვალოს შიდა პოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კერძოდ, კომპანიას დაევალა:

-         ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად, სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია და სავაჭრო ობიექტებში განათავსოს. მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ;

-         უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტებში განთავსებულ საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;

-         მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი  საგარანტიო პირობები.

შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - 3 თვის ვადაში, სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.

„აი სი არ ტრეიდი“ საცალო ვაჭრობის სექტორში, 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის და კვების ობიექტებს.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები