USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მომხმარებლების 40% -ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ - „ტერასა ორბელიანზე“

მომხმარებლების 40% -ს უცხოელი ტურისტები შეადგენენ - „ტერასა ორბელიანზე“

2023-07-12 13:00:34

„მზით გამთბარი ტერასა ორბელიანზე თბილისელებისა და მისი სტუმრებისთვის ის ადგილია, სადაც შეუძლიათ დააგემოვნონ სხვადასხვა კუთხის ავთენტური რეცეპტებით მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები, პან-აზიური სამზარეულოს გამორჩეული კულინარია, აიმაღლონ განწყობა და ხშირად ისურვონ დაბრუნება", - ასე გვაცნობს გამორჩეული კონცეფციის რესტორანს ,,ტერასა ორბელიანზე"/ Terrace Orbeliani-ის წარმომადგენელი.

მისი თქმით, მოთხოვნა რესტორნის სერვისებზე წლიდან წლამდე მზარდია, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდებსა და ზაფხულის სეზონის განმავლობაში, რასაც მომსახურების მაღალი ხარისხი განაპირობებს. „მომხმარებლებს ვმასპინძლობთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აქ შეუძლიათ მიირთვან ავთენტური ქართული ან პან-აზიური კერძები ღია ცის ქვეშ და აიმაღლონ განწყობა ფერადი კოქტეილებით.

რესტორანი სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს თბილისის ხედებით, დახვეწილი ინტერიერით და ტრადიციული, გათანამედროვებული კერძების ფართო არჩევანით. მით უმეტეს უცხოელებს, რომლებიც ,,ტერასა ორბელიანის" მომხმარებლების დაახლოებით 40%-ს შეადგენენ. რაც შეეხება კადრს, აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდებზე, რომლებიც მაღალი დონის პროფესიონალები არიან და ქმნიან გარემოს, სადაც ადამიანი აუცილებლად ისურვებს დაბრუნებას", - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.

გარდა კულინარიისა, „ტერასა ორბელიანზე“ მომხმარებლების დიდ ინტერესს იწვევს ცოცხალი მუსიკით და თემატური ივენთებით, რომელიც საღამოობით იმართება. როგორც რესტორნის თანამშრომელი აღნიშნავს, კიდევ უფრო იხვეწება სერვისები და ცდილობენ გამორჩეული ნიშა დაიმკვიდრონ ბაზარზე. რაც შეეხება ახალი ფილიალის გახსნას, მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით სიახლე ჯერჯერობით არ იგეგმება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები