USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა პარტნიორმა ,,ალდაგმა", სადაც ბოლო 19 წელია დაზღვეულები ვართ საერთაშორისო აღიარება მიიღო - TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერი

მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა პარტნიორმა ,,ალდაგმა", სადაც ბოლო 19 წელია დაზღვეულები ვართ საერთაშორისო აღიარება მიიღო - TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერი

2023-10-08 00:42:34

ვულოცავ ალდაგს ამ საერთაშორისო აღიარებას, საკრედიტო რეიტინგს, - ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ ალდაგისთვის საკრედიტო რეიტინგი bb+ მინიჭების შეფასებისას განაცხადა.    როგორც თეა ზაქარაძემ თქვა, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები სწორედ ალდაგში არიან დაზღვეულები TAV Georgia-სთვის ასეთი დონის კომპანიასთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია.  

 „TAV Georgia-სათვის, როგორც ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა პარტნიორმა, სადაც ჩვენ ბოლო 19 წელია ვართ დაზღვეულები ასეთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. მიხარია, რომ ალდაგი არის ერთ-ერთი უმსხვილესი, უძლიერესი კომპანია და ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ადლაგი არის პირველი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე ასეთი დიდი აღიარება მოიპოვა“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.    საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგი გახდა პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგი ექნება.    

AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე. აღსანიშნავია, რომ გლობალური რეიტინგით, ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.    

AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება.  გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვევლებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები