მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ყველაზე პოპულარულია კომპანიების გადარჩენის წილი 85%-ია - მიხეილ ხიდურელი ჩვენი პროგრამების (აწარმოე საქართველოში) ეკონომიკური გავლენის ანალიზი აჩვენებს, ძალიან პოზიტიურ ტრენდებს. თითოეულ დახარჯულ ლარზე, ბიუჯეტში, მშპ-ში შევიდა 4,5 ლარზე მეტი თანხა. ასევე თითო ლარმა მოიტანა 1,5-ჯერ დამატებითი გადასახადი და მოახდინა ქვეყანაში 14-ჯერ მეტი ინვესტიციისა და შემოსავლის აკუმულირება კომპანიებისთვის, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა მედიასთან განაცხადა
„ძალიან ბევრი პარამეტრი გავზომეთ. მაგალითად, ჩვენი ექსპორტის პროგრამების მონაწილეობით 30-ჯერ გაიზარდა ექსპორტი. ასევე მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს მიკროგრანტების პროგრამაში, რომელიც ყველაზე პოპულარულია. სადაც კომპანიების გადარჩენის მაჩვენებელი 85%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები და მცირე ბიზნესები, რომლებიც დავაფინანსეთ, მათი 85%, ერთი წლის შემდეგ, ისევ განაგრძობენ ოპერირებას. ასევე საინტერესოა შედეგები შემოსავლების ზრდის კუთხით, ჩვენ შევადარეთ „აწარმოე საქართველოს“ ბენეიციარების შემოსავლების ზრდა ზოგადად ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელს და აქაც ჩანს, რომ ორჯერ მეტ შემოსავალს აგენერირებენ ჩვენი ბენეფიციარი კომპანიები. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჩვენს პროგრამებში ჩართვის შემდეგ, კომპანიების ფინანსური შემოსავლები უმჯობესდება და ხშირ შემთხვევაში არის ორჯერ მეტად ვიდრე იმ კომპანიების, რომლებიც პროექტებში არ მონაწილეობენ“, - განაცხადა ხიდურელმა.
მისივე თქმით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაფუჭებული პორტფელების წილი 0,5%-ია, ხოლო ბანკებში (კრედიტის) დეფოლტის მაჩვენებელი არის 5%, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პროგრამებში გაფუჭებული პორტფელის წილი გაცილებით ნაკლებია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში