USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

2023-10-09 11:25:35

მეტეხის გვირაბში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. კერძოდ, გვირაბში არსებული დაზიანებული ფრაგმენტების გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები გვირაბის ორივე მხარეს მონაცვლეობით ჩატარდება.

პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება  მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან მეტეხის გვირაბის მიმართულებით.  

მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და იალბუზის ქუჩების კვეთიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო იალბუზის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის მიმართულებით მოძრაობას მარცხნივ მოხვევით შეძლებენ.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები