USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეოთხე სახლის მშენებლობა დავიწყეთ, ბინების დიდი ნაწილი გაყიდულია -  ,,შენი სახლი ლისზე"

მეოთხე სახლის მშენებლობა დავიწყეთ, ბინების დიდი ნაწილი გაყიდულია - ,,შენი სახლი ლისზე"

2023-07-29 18:39:44

,,არსის" გამორჩეული პროექტი შენი სახლი ლისზე • Lisi House აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში მეოთხე სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. ბინების დიდი ნაწილი გაიყიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,არსის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესო ორთოიძე საუბრობს.

„ჩვენი კომპანიისთვის ,,შენი სახლი ლისზე" რიგით მეოთხე პროექტია. ,,არსის" ანალოგიური პროექტებია ,,შენი სახლი ჯიქიაზე", ,,შენი სახლი კიკვიძის ბაღთან" და ,,შენი სახლი სამგორში". ამ ეტაპზე ლისის პროექტის ფარგლებში დასრულებულია 3 სახლის მშენებლობა და მეოთხე სახლი შენდება.

აშკარად განსხვავებული პროექტია იქიდან გამომდინარე, რომ ლისის ტერიტორიაზე მხოლოდ 3-4-სართულიანი შენობები აშენდება. კომპლექსი 4 ჰა- ფართობს მოიცავს, რომლის დიდი ნაწილი რეკრეაციული ზონა იქნება. პროექტის მიმართ მაღალი ინტერესი შეიმჩნევა, რაც გაყიდვებზე აისახება, აშენებული ბინები თითქმის ბოლომდეა გაყიდული", - აცხადებს ბესო ორთოიძე.

როგორც ,,არსის" აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, სულ უნდა აშენდეს 17 სახლი. პროექტი ორ წელიწადნახევარში აშენდება.

რაც შეეხება ფასს, მეოთხე სახლის ბინების კვადრატულის ღირებულება მერყეობს 3491 ლარიდან 3648 ლარამდე (ერ. ბანკის კურსით).

ცნობისთვის, სამშენებლო კომპანია „არსმა“ 2022 წელს ქართულ-ესტონური ინვესტიციით 2 საცხოვრებელი კომპლექსის განხორციელება დაიწყო.

პროექტების „შენი სახლი ლისზე“ და „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“ განხორციელებისთვის ჯამში კომპანიამ 30 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები