საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვეძებდი კომპანიას, რომელიც დასავლური კომპანიების ანალოგი იქნებოდა, სადაც იქნებოდა დინამიკური პროცესები და არ იქნებოდა ბიუროკრატია, - ასე ახსნა „მეამას“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ბოსტოღანაშვილმა „მეამასთან“ თანამშრომლობის დაწყების მიზეზები.
თემურ ბოსტოღანაშვილი, რომელსაც კანადაში მსხვილ კომპანიებში ფინანსური და ანალიტიკური მიმართულებებით სხვადასხვა აღმასრულებელი თანამდებობები ეკავა დღეს უკვე საერთაშორისო კომპანია „მეამსა“ უდგას სათავეში და მის ზრდაზე და ბიზნესის გაფართოებაზე მუშაობს.
თემურ ბოსტოღანაშვილმა საკუთარ გამოცდილებაზე „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა.
„მას შემდეგ რაც განათლება ჩრდილოეთ ამერიკაში მივიღე, ჩემი კარიერა დაიწყო კანადიდან, სადაც ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ჩემი კარიერის განმავლობაში მიმუშავია მრავალ კომპანიაში, რომელსაც მრავალ სფეროში აქვს ნამუშევარი დაწყებული იზოტოპებიდან, გაგრძელებული ავტოინდუსტრიით, სხვადასხვა დეტალებს ვაწვდიდით ისეთ კომპანიებს როგორიცაა ფორდი, კრაისლერი და ასე შემდეგ. და დასრულებული ავია ინდუსტრიით და კოსმოსით. ჩვენ ვთანამშრომლობდით ისეთ დიდ კომპანიებთან როგორიც იყო ბოინგი, ეარბასი და სხვა. რამდენიმე პროექტი გვქონდა ნასასთანაც. კარიერის განმავლობაში გავიარე მთელი იერარქია დაწყებული ფინანსური ანალიტიკოსთან, უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი, ფინანსური მენეჯერი და პასუხს ვაგებდი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე. გამოცდილება ძალიან საინტერესო იყო, გარდა ფინანსური გამოცდილებისა, საკმაოდ დიდი სტანდარტები იყო. კანადის ფედერალურ მთავრობასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ფაქტობრივად ამ კარიერის დასრულების შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და შევუერთდი კომპანია მეამას, რომელიც საკმაოდ დინამიური კომპანიაა.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვეძებდი კომპანიას, რომელიც იქნებოდა ანალოგი დასავლური კომპანიისა, სადაც იქნებოდა დინამიური პროცესები და არ იქნებოდა ბიუროკრატია და გვექნებოდა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საშუალება. რა თქმა უნდა გვყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი და ჭკვიანი ახალგაზრდა, რომელიც ამ პროცესებს წინ წევს და დინამიურად მივდივართ წინ“, - აღნიშნა თემურ ბოსტოღანაშვილმა.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება