USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მასკმა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის არსებობისთვის პოტენციურ საფრთხედ დაასახელა

მასკმა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის არსებობისთვის პოტენციურ საფრთხედ დაასახელა

2023-11-02 12:30:04

SpaceX-ის, Tesla-სა და სოციალური ქსელის X-ის (ყოფილი Twitter) მფლობელი ილონ მასკი ხელოვნურ ინტელექტს (AI) კაცობრიობის არსებობის პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს.

ამის შესახებ მან სააგენტო PA Media-ს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო გამოყენების შესახებ დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო სამიტზე განუცხადა. 

„პირველად ვდგავართ ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც არის რაღაც, რაც შეიძლება ჩვენს შორის ყველაზე ჭკვიანი გახდეს. ჩვენ არ ვართ ძლიერები და სწრაფები, ვიდრე სხვა არსებები, მაგრამ ვართ უფრო ჭკვიანები და ახლა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოჩნდა რაღაც რაც ჩვენზე მნიშვნელოვნად ჭკვიანი იქნება. 

დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მსგავსი რამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მას კაცობრიობისთვის მომგებიანი მიმართულებით ვუბიძგოთ", - თქვა მილიარდერმა. „მე მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი ეგზისტენციალური რისკი, რომელთანაც საქმე გვაქვს და პოტენციურად ყველაზე აქტუალურია თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების დროს და ტემპს მივაქცევთ ყურადღებას“.

იმის აღიარებით, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის „ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა“, მასკმა სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგია შეადარა მახვილს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბოროტებისთვის, ასევე სიკეთისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები