USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო იწოდება ევროპულ სახელმწიფოდ -  პრემიერ-მინისტრი

მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო იწოდება ევროპულ სახელმწიფოდ - პრემიერ-მინისტრი

2023-12-31 20:58:00

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარებაა და რეალურად სულ სხვა პერსპექტივა ეძლევა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა განვლილი წლები შეაფასა და აღნიშნა, რომ, „ქართული ოცნების“ 11-წლიანი მმართველობა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით დაგვირგვინდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად დაგვეახლოებინა ევროპასთან. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით ის, რაც პრაქტიკულად ვერც ერთმა ხელისუფლებამ, ვერც ერთმა მმართველმა ვერ შეძლო. ეს არის პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის აღიარება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება და რეალურად სულ სხვა პერსპექტივა ეძლევა ჩვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ამ გადაწყვეტილებით. მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო იწოდება ევროპულ სახელმწიფოდ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები