USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონში Entrée-ს მეოთხე ფილიალი გაიხსნა

ლონდონში Entrée-ს მეოთხე ფილიალი გაიხსნა

2023-11-22 16:19:25

ლონდონში დღეიდან კენსინგტონის #10-ში Entrée-ს მეოთხე ფილიალი გაიხსნა. ინფორმაციას ბრენდი Facebook-ზე ავრცელებს. 

„ქვეყნის გარეთ მაღალი ნიშა გვიჭირავს და ჩვენი ბრენდი უკვე მაღალი მოთხოვნითაც სარგებლობს. ყველგან, სადაც ჩვენი ფილიალებია, ინტერესი მუდმივად მზარდია. ყველგან, სადაც გაიხსნა“ Entrée, აქცენტი მაღალ სტანდარტზეა, შესაბამისად, მოსწონთ ჩვენი სერვისები და მოთხოვნაც აქტიურია.  

ყველგან გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი, შესაბამისად, ტენდენციას ვაგრძელებთ და გლობალურ ბაზარზე  ჩვენი მომსახურების არეალიც ფართოვდება. 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ლონდონში, კენსინგტონზე რიგით მეოთხე ფილიალს ვხსნით, რასაც დეკემბრის დასაწყისში ბაქოში რიგით მერვე ფილიალი დაემატება“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან ომპანიის წარმომადგენელი.

მისი თქმით, Entrée ქვეყნის გარეთ მოთხოვნადია როგორც ქართველ ემიგრანტებში, ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს დანარჩენ მოსახლეობაშიც, სადაც კომპანიის  ფილიალია განთავსებული.

2 დეკემბერი ,,ანტრეს“ საიუბილეო თარიღია, კომპანიას 15 წელი უსრულდება და  ფილიალების დამატება მომავალშიც გეგმაში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები