USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მნიშვნელოვნად გაძვირდა

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები მნიშვნელოვნად გაძვირდა

2023-09-18 13:14:29

Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 11–15 სექტემბრის კვირაში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად გაიზარდა. წინა კვირასთან შედარებით ყველაზე მეტად, თითქმის 10%-ით  საქართველოს ბანკის აქციები გაძვირდა. 

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.13% წინა კვირასთან შედარებით და +15.60% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 458 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.20 - 37.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 59 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.55% წინა კვირასთან შედარებით და +1.59% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 230 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.00 - 28.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 35 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.34 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.44% წინა კვირასთან შედარებით და +12.39% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 438 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.90 - 10.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები