USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST 2023 მიმდინარეობს

ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST 2023 მიმდინარეობს

2023-05-21 14:21:31

ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში -  SPORTFEST 2023 იმართება.

 

ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სხვადასხვა სპორტის სახეობს,შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

 

ფესტივალზე მოსული, სპორტით დაინტერესებული სტუმრებისთვის მზად არის პავილიონის შიდა და გარე სივრცეები, რომელშიც მოწყობილია  სპორტის სხვადასხვა სახეობის ზონები, სპორტ არენა, სცენა სხვადასხვა სპიკერებით, საბავშვო, გასართობი და კვების ზონები.

 

ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

 

ფესტივალის პირველ დღეს, ლიბერთის სივრცეში ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი  ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდა სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს.

 

დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 11 წლის ერეკლე ტაბატაძე, პირველ 10 რეგისტრირებულ მოთამაშეს ერთდროულად შეეჯიბრება.

 

SPORTFEST 2023, დღის ბოლომდე, 21:00 საათამდე გაგრძელდება და ყველა მსურველისთვის დასწრება თავისუფალია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები