USD 2.7813

EUR 2.8736

TRY 0.0773

GBP 3.453

RUB 0.028678

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსზე მონაწილეთა მიღებას იწყებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსზე მონაწილეთა მიღებას იწყებს

2023-08-10 18:26:58

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალი სასწავლო კურსის „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელდება დაიწყო.

პროგრამა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და სექტემბრის დასაწყისში KIU-ში განხორციელდება.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ ცოდნა და გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიბერუსაფრთხოების სფერო. კურსზე რეგისტრაცია დაიწყო და 2023 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძა ლის მომზადებას.

სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება. კურსის წარმართვა სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება და კურსის პერიოდში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, განთავსდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საცხოვრებლებში.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა KIU- ს სერტიფიკატი, ხოლო, წარმატებული კურსდამთავრებულების ნაწილი (მაქსიმუმ 20%) მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო ვაუჩერს ,,ეთიკური ჰაკერის“ გამოცდის ჩასაბარებლად. 

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აგვისტო. რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები