„გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალმა“ საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა.
„საქართველოს ბანკის“, როგორც თანაინვესტორის და „აზიის განვითარების ბანკის“, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარს შეადგენს.
ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა.
Crystal-ის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება