არაგვისპირში მდებარე კოტეჯი Aragvi.Hut -ი სეზონზე მაღალი დატვირთულობით გამოირჩევა.
როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო ჩაჩუა Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალგახსნილი კოტეჯის მიმართ ინტერესი დიდია, რადგან კომპანია დამსვენებლებს მაღალ სერვისს, გამორჩეული ინტერიერსა და გარემო პირობებს სთავაზობს.
როგორც თაკო ჩაჩუა ამბობს, გამორჩეულია კოტეჯის ინვენტარი და დიზაინიც, რაზეც თავიდან ბოლომდე თვითონ იზრუნა.
„მიმდინარე სეზონზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა როგორც დღიურ გაქირავებაზე, არამედ გრძელვადიან პერიოდზე, ამ სეგმენტის მომხმარებლებს გარკვეულ შეღავათს ვუწესებთ, რაც საბოლოოდ შეკვეთებზეც აისახება.
თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც კვირის ბოლო დღეებზეა: პარასკევი, შაბათი და კვირა. ჯავშნების 70% ამ დღეებზე მოდის. შუა კვირაში ნაკლებად, თუმცა მომხმარებელი ამ სეგმენტშიც ხშირად გვსტუმრობს.
რაც შეეხება გარემოს, როცა კოტეჯის მშენებლობას ვიწყებდით, გვსურდა, განსხვავებული კონცეფციის ყოფილიყო, ამის შესაძლებლობას დიდი სივრცე იძლევა. ეზო იზოლირებული, რაც შეეხება ავეჯს და სხვა ინვენტარს, აქცენტი კომფორტსა და ხარისხზე გავაკეთეთ, რაც იგრძნობა კიდევაც, ხოლო დიზაინზე პირადად ვიზრუნე, ვფიქრობ, რომ იდეამ გაამართლა“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თაკო ჩიჩუას თქმით, მომავალ სეზონზე აუზის გახსნას აპირებენ, რომლის სამუშაო დაწყებული აქვთ. იგეგმება ასევე გაფართოება და კოტეჯების დამატება.
Aragvi.Hut გასულ წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე დასვენების დღეების საფასური 350 ლარს შეადგენს, შუა კვირის დღეებში დასვენება 300 ლარი ღირს. რაც შეეხება გრძელვადიან დასვენებას, 1 თვით კოტეჯის დაქირავების საფასური 4000 ლარია.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში