USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი 2023 წელს რეკორდულ ნიშნულზეა

კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი 2023 წელს რეკორდულ ნიშნულზეა

2024-01-14 11:35:00

ქვეყანაში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი 28%-იან ზრდას აჩვენებს.  საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანამ 67,216.07 ათასი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდი კი 

52,545.89 ათასი დოლარის.

ზოგადად ქვეყანაში კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვები მზარდია და ვინაიდან საქართველო მწარმოებელი ქვეყანა არ არის, შესაბამისად წლიდან წლამდე იზრდება იმპორტის მოცულობაც. შესაბამისად 2023 წელი ამ მიმართულებით რეკორდულია.

საქართველოსთვის კი კოსმეტიკური საშუალებების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია, რომელზედაც ამ პროდუქციის მთლიანი იმპორტის 20%-ი მოდის. მეორე ადგილზე, 9%-იანი წილით რუსეთია.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა, სადაც საქართველო კოსმეტიკურ საშუალებებს ყიდულობს:

  • საფრანგეთი - 13,328.05 ათასი დოლარი,
  • რუსეთი - 5,891.35 ათასი დოლარი,
  • აშშ - 5,853.40 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 5,564.19 ათასი დოლარი,
  • პოლონეთი - 5,198.87 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები