USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კოხტა მიტარბის კომპლექსში ბინების 80% გაიყიდა, შესაძლოა, აშენდეს კიდევ ერთი კომპლექსი - Kokhta-Mitarbi Resort

კოხტა მიტარბის კომპლექსში ბინების 80% გაიყიდა, შესაძლოა, აშენდეს კიდევ ერთი კომპლექსი - Kokhta-Mitarbi Resort

2023-09-01 23:57:44

„ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ბაკურიანში მდებარე ეს ლოკაცია არის საუკეთესო და კოხტა მიტარბის კომპლექსი ტყეშია ჩაფლული“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ლისი დეველოპმენტის პროექტის კოხტა მიტარბის/Kokhta-Mitarbi Resort გაყიდვების დირექტორა ნათია აბაშიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, კოხტა მიტარბის პროექტის ფარგლებში სამი კომპლექსი დასრულებულია, სადაც ბინების 80% საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს. 

„სამი კომპლექსი გვაქვს გაყიდვაში B1; B2 და B3 ბლოკები, რომელიც კოხტას საბაგიროსთან და სასტუმრო „რუმსთან“ მდებარეობს. ამ კომპლექსში გასაყიდი დარჩა მხოლოდ პირველ სართულზე 33 კვ/მ-ს ფართის სტუდიოს  ბინები, ერთსაძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც დასრულებულია. ამ დროისთვის ამ ბინების 1 კვ/მ-ს ფასი $1 200-ია. ბინები გარემონტებულია, ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი“, - ამბობს ნათია აბაშიძე. 

კოხტა მიტარბის კომპლექსის გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთი კომპლექსი აშენდეს, თუმცა ჯერ-ჯერობით მშენებლობის დაწყების ვადა უცნობია. „მანამდე გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწყობა, გაიხსნება რამდენიმე მაღაზია“.   

შეგახსენებთ, რომ კურორტი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, განსაკუთრებული მიკროკლიმატით და ეკოლოგიით, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. გაზაფხული, ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე, სამკურნალო პერიოდია. შემოდგომაზე ბუნებას არაჩვეულებრივი ფერთა გამა ამშვენებს.

კოხტასა და მიტარბის მდებარეობა ზამთარში სამთო სპორტის მოყვარულთათვის ნებისმიერ ამინდში იდეალურია. ზაფხული მშვენიერია ჰარმონიული შვებულების გასატარებლად.

„პროექტის უმაღლესი სტანდარტის და ორივე ლოკაციის ბუნებრივი სიმდიდრის გამო კურორტი მიმზიდველია საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო ხემცენარეების გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქისგან განტვირთვას ეძებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები