USD 2.8089

EUR 2.9145

TRY 0.0778

GBP 3.4954

RUB 0.02988

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხვალიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება საჭირო

ხვალიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ხდება საჭირო

2023-08-31 17:53:26

შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,  2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, შრომითმა იმიგრანტმა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნიკალური კოდი. დაინტერესებული პირი აღნიშნულ კოდს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების შედეგად მიიღებს.

შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე ან შრომით იმიგრანტზე, რომელიც რეგისტრირებულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

 შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე: http://sda.gov.ge/?page_id=5190.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები