USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხორბალის ფასი სექტემბერში სამი წლის მინიმუმამდე დაეცა

ხორბალის ფასი სექტემბერში სამი წლის მინიმუმამდე დაეცა

2023-10-05 11:04:42

2023 წლის სექტემბერში ხორბლის ფასი თვიურად 7.7%-ით შემცირდა და სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ხორბლის ფასები თავდაპირველად პანდემიით გამოწვეულმა მიწოდების ჯაჭვის რღვევამ გაზარდა, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა. სექტემბრის პირველ სამ კვირაში ერთი ტონის ღირებულება საშუალოდ 228 აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, ლოკალური ხორბლის წარმოებამ და მარაგებმა მოლოდინებს გადააჭარბა, რამაც ხორბლის ფასი გლობალურად შეამცირა - ჩიკაგოს ფიუჩერსები 6%-ზე მეტით, შავი ზღვის კი 5.5%-ით - 213 აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები