ავტოსკოლების ბაზრის მთავარ გამოწვევად ავტოსკოლა ART DRIVE /არტ დრაივის დამფუძნებელი გიორგი ბერიშვილი კონტროლის სისუსტეს მიიჩნევს.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით ბევრი ავტოსკოლაა, სადაც ხარისხი სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს, ასწავლიან არაკვალიფიციური მძღოლები და შესაბამისად, ხარისხიც დაბალია.
აქედან გამომდინარე, როგორც ბერიშვილი Business Insider Georgia- თან ავტოსკოლების ბაზარზე უნდა დაწესდეს კონტროლის მექანიზმი, რაც უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანია.
„დღესდღეობით გამოცდების ჩაბარების მაჩვენებელი არის დაბალი, 50%-ს არ აღემატება. ეს სიტუაცია გვაქვს იმიტომ, რომ ავტოსკოლების უმეტეს ნაწილში ასწავლიან არაკვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ, არც ლიცენზირებული არიან და თვითნებური საქმიანობით უამრავი ადამიანისთვის წარმოადგენენ საფრთხეს.
ამდენად, ავტოსკოლების ბაზარზე კონკურენცია არის გამოწვევა. ბევრი დეტალია, რაც ყურადღებას საჭიროებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაჯდეს საჭესთან და ასწავლოს, მათ შორის, ვისაც არანაირი საბუთი არ აქვს. ჩვენს ავტოსკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლება უმაღლეს დონეზეა, ყველა კადრი კვალიფიციურია, ამიტომ არის ყოველთვის მაღალი მოთხოვნა, მომხმარებლები გვენდობიან, რადგან ხარისხი ჩვენთვის პირველია, ამიტომ ირჩევენ ,,არტ დრაივს“, - აცხადებს გიორგი ბერიშვილი.
მისი თქმით, ლიცენზირებასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რაშიც აქტიურად არიან ჩართული.
„ავტოსკოლების ლიცენზირებასთან დაკავშირებით აქტიური სამზადისია, რეკომენდაციებით და ყველა საშუალებით, რაც შეგვიძლია, ხელისუფლებას ვეხმარებით, რომ სისტემა გამართული გახდეს და ჯანსაღი კონკურენცია ჩამოყალიბდეს. პირველ რიგში, კონტროლი უნდა იყოს ავტოსკოლებზე, რომ მოსწავლემ პროფესიული ცოდნა მიიღოს. ჩვენი ავტოსკოლა ამ ცვლილებებისთვის მზად დიდი ხნის წინ იყო, ბაზრის სტაბილურობას სისტემური წესრიგი სჭირდება, რომ მაღალი დონის კომპანიები არ დაზარალდნენ“, - აცხადებს ბერიშვილი.
მისი ინფორმაციით, „არტ დრაივში“ სწავლება გარანტირებულია. ავტოსკოლის კურსი ერთთვიანია. რაც შეეხება სწავლების საფასურს, 700-დან 1000 ლარამდეა.
ცნობისთვის, ავტოსკოლა ART DRIVE - ი დაარსდა 2010 წელს, სულ რაღაც ხუთ წელიწადში შეძლო და გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ავტოსკოლა თბილისში, ეს ძირითადად განაპირობა ავტოსკოლის მომსახურების ხარისხმა.
„არტ დრაივი" მომხმარებელს სთავაზობს ყველა კატეგორიის თეორიის შესწავლას - როგორც თეორიულს, ასევე პრაქტიკულს, სასწავლო მოედანზე და ქალაქში. ავტოსკოლაში 15-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში