USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართული ვაშლი დუბაიში ექსპორტზე პირველად გავიდა

ქართული ვაშლი დუბაიში ექსპორტზე პირველად გავიდა

2023-05-06 13:00:48

ქართული ვაშლის საკონტეინერო ექსპორტი არაბეთის საამიროების ბაზარზე შედგა. 

„დღეს უკვე eximcrop ის, ტირიფონის ბაღების და The USAID Agriculture Program ერთობლივი შრომით და ძალისხმევით ეს გზა გაიკვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ხილის ექსპორტის დივერსიფიკაციი გზაზე“, - ამის შესახებ Eximcrop-ის წარმომადგენელი ვახტანგ გოგოლაძე Facebook-ზე წერს. 

„მოკლედ ემირატების ბაზარი მსხვილ მასშტაბიანი ხილის ვაჭრობისთვის გახსნილად გამოგვიცხადებია!

ამ კონტეინერს ექსიმკროპის გუნდი დაასაწყობებს და მყიდველებსაც უმასპინძლებს საწყობში და შეკვეთებსაც დაარიგებს მთელს ემირატების ტერიტორიაზე. ეს ერთი და სხვა მრავალი! მრავალჟამიერ მეგობრებო!“ - ამბობს ვახტანგ გოგოლაძე. 

შეგახსენებთ, რომ დუბაის ბაზარზე „ტირიფონის ბაღების“ ვაშლის პირველი საცდელი პარტია (20 ტონა) აპრილის დასაწყისში კონტენერებით  გაიგზავნა. 

„ტირიფონის ბაღების“ კუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით აღჭურვილი ვაშლის ინტენსიური ბაღები გორის მუნიციპალიტეტში სოფელ კვარხითში მდებარეობს.

იგივე თემაზე:

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები