ადგილობრივ ბაზარზე ქართული ნივრი ნიშა 4,5%-მდე შემცირდა.
საქსტატის ცნობით, 2022 წელს ქვეყანაში ნივრის იმპორტი 95,5%-თაა გაზრდილი.
2022 წელს საქართველოში 2,845.45 ტონა ნივრის იმპორტი განხორციელდა და ქვეყნიდან 1,687.41 მლნ დოლარი გავიდა , 2021 წელს ამ მაჩვენებელმა 1,455.40 ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც 804.09 ათასი დოლარია.
2022 წელს საქართველოში ნივრის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ჩინეთია, რომლის წილიც 45%-ს შეადგენს. გასულ წელს ჩინეთიდან საქართველოში 777.78 ათასი დოლარის ღირებულების 1,278.90 ტონა ნიორი შემოვიდა.
ნივრის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორეა თურქეთი, საიდანაც 533.65 ტონა ნივრის იმპორტი დაფიქსირდა, რაც მთლიანი იმპორტის 19%-ია.
უახლესი
12 საათის წინ
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს13 საათის წინ
მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია სრულდება