ქართული ლურჯი მოცვი ამჟამად გერმანიის წამყვანი სუპერმარკეტების, მათ შორის Rewe-ს, ქსელებშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ავრცელებს.
„ეს წარმატება ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის შედეგია, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტოსთან, „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსთან, საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან და სხვა მონაწილე მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა.
ამ სეზონზე საცდელი პარტიის სახით გერმანიასა და პოლონეთში უკვე გაიგზავნა 47 ტონა ლურჯი მოცვი საქართველოდან და კიდევ იგეგმება დამატებითი მოცულობის გაგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შპს „Wonderland Farmers“ ქართული მოცვის შემსყიდველი კომპანიაა, რომლის დახმარებითაც პროდუქტი გერმანიის სუპერმარკეტებში იყდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში