გალტ & თაგარტის 24–28 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების ევროობლიგაციების შემოსავლიანობა მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია. შემოსავლიანობის შემცირება მხოლოდ საქართველოს სუვერენულ ევროობლიგაციებზე დაფიქსირდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის ევროობლიგაცია (GEBGG) დაიხურა 5.74%-იანი შემოსავლიანობით, ფასით 100.04 (+0.03% წინა კვირასთან შედარებით).
საქართველოს კაპიტალის ევროობლიგაციებით (GEOCAP) ვაჭრობა დაიხურა ფასით 97.81 (+0.26% წინა კვირასთან შედარებით), 8.84%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაცია (GRAIL) ივაჭრებოდა 85.63 ფასად (+0.13% წინა კვირასთან შედარებით), 7.42%-იანი შემოსავლიანობით.
საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 89.97 (-0.28% წინა კვირასთან შედარებით), 6.52%-იანი შემოსავლიანობით.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში