გალტ & თაგარტის 24–28 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე მკვეთრად გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 29.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.23% წინა კვირასთან შედარებით და +13.63% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 405 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 - 30.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 101 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.84% წინა კვირასთან შედარებით და +6.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 345 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 22.15 - 23.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.55% წინა კვირასთან შედარებით და +5.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1325 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 7.84 - 8.09 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 253 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში