USD 2.8224

EUR 2.9418

TRY 0.0786

GBP 3.5382

RUB 0.028728

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კალათბურთის ფედერაციას გენერალურ მდივნად ლაშა გამყრელიძე აირჩიეს

კალათბურთის ფედერაციას გენერალურ მდივნად ლაშა გამყრელიძე აირჩიეს

2023-12-07 16:59:19

საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 6 დეკემბერს გამართულ გამგეობის სხდომაზე, დავით საყვარელიძემ წევრებს მისი 1 წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და გამგეობას, ახალი გენერალური მდივნის პოსტზე ლაშა გამყრელიძის კანდიდატურა წარუდგინა.

გამგეობის საერთო გადაწყვეტილებით ლაშა გამყრელიძე არჩეულ იქნა ახალ გენერალურ მდივნად და იგი უკვე დღეიდან მოვალეობების შესრულებას შეუდგება.

შეგახსენებთ რომ გამყრელიძე ერთი წლის განმავლობაში სწორედ გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მანამდე იგი გამგეობის წევრი, საქართველოს კალათბურთელთა კავშირის პრეზიდენტი და ვეტერანი მოთამაშე გახლდათ.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები