კახეთში 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა - საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი გაიხსნა. იმართება პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები უძღვებიან.
ღონისძიება 250-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედ სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულებს მასპინძლობს.
ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში