USD 2.8004

EUR 2.8889

TRY 0.0777

GBP 3.4607

RUB 0.029184

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კახა კალაძემ გმირთა მოედნის განახლება დააანონსა

კახა კალაძემ გმირთა მოედნის განახლება დააანონსა

2023-10-18 13:45:59

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას გმირთა მოედნის განახლება დააანონსა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნულ მოედანზე საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების სისტემები თანამედროვე ლედ სანათებით უნდა შეიცვალოს. „მინდა, ირაკლი ბენდელიანს გმირთა მოედნის მოწესრიგება დავავალო. აქ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის დროინდელი განათების ბოძები, ყვითელი განათებებით, ჰაერში გადაჭიმული კაბელებით. აღნიშნული მოედანი მთლიანად განახლებას საჭიროებს. განათების სისტემები მოსაწესრიგებელია და უნდა შემოვიტანოთ თანამედროვე ლედ სანათები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები