USD 2.8403

EUR 2.909

TRY 0.0789

GBP 3.4964

RUB 0.028368

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კადრების დეფიციტი გვაქვს - „ტკბილი ქვეყანა“

კადრების დეფიციტი გვაქვს - „ტკბილი ქვეყანა“

2023-04-26 18:01:18

 

„ტკბილი ქვეყანა" კადრებს ეძებს. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი კახა ყრუაშვილი Business Insder Georgia-თან ამბობს, წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კადრების დეფიციტია, რის გამოც იძულებული არიან უცხოელი მოქალაქეები დაასაქმონ.

„საქართველოს შრომის ბაზარზე დღეს ძალიან ცოტა მუშა ხელია. დეფიციტს განვიცდით და ამ კუთხით ძალიან გვიჭირს.

მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენი თანამშრომლები, რომ გვერდით დაგვიდგნენ და მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. კადრები რეალურად არ გვყოფნის, რის პრობლემაც განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულის პერიოდში გამოიკვეთა, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა მუშაობა.

ქართულ ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ ხალხი არ გვყავს. დავასაქმებთ ნებისმიერ ადამიანს, ეროვნების მიუხედავად, ვისაც მუშაობის სურვილი აქვს და წარმოებისთვის მისაღებია", - აცხადებს კახა ყრუაშვილი.

ამ ეტაპზე ქარხანაში 550 ადამიანი მუშაობს. კომპანიის დღიური წარმოება 35 ტონას შეადგენს.

ცნობისთვის, შპს ,,ტკბილი ქვეყანა” დაფუძნდა და დარეგისტრირდა 2005 წლის 15 დეკემბერს. კომპანიის ძირითად საქმიანობას საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა წარმოადგენს. საწარმო მომხმარებელს 150 დასახელების ტკბილეულს სთავაზობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები