კადრები რთულად მოსაძებნია, საქართველოში არ არის საგანმანათლებლო ცენტრები, რომლებიც კონკრეტულად ლოგისტიკის მიმართულებით მოამზადებენ კადრებს და შესაბამისად, ამ მიმართულებით კვალიფიციური კადრის მოძებნა კიდევ უფრო რთულია, - ამის შესახებ Busienss Insider Georgia-ს საქართველოში FedEX-ის წარმომადგენელმა და კომპანიის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა.
ნინო მენთეშაშვილის განცხადებით, კადრების დეფიციტი ამანათებისა და გზავნილების სექტორში მოქმედ კომპანიებსაც შეეხოთ. FedEX-ი ამ პრობლემის დაძლევას საკუთარი რესურსით ახერხებს.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ შესაბამისი უნარების მიხედვით შევარჩიოთ კადრები. შემდეგ უკვე მეორე ეტაპია მათი გადამზადება და კვალიფიციური კადრების მომზადება, რასაც ჩვენს თავზე ვიღებთ. ეს გამოსავალი ვიპოვეთ კადრების დეფიციტის დასაძლევად“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება უცხოეთიდან კადრების შემოყვანის საკითხს FedEX-ი ამ საკითხს არ განიხილავს.
„ჩვენ მხოლოდ ადგილობრივი დასაქმებულები გვყავს საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ჩვენ ვართ FedEx-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით კონფლიქტურ ზონასა და რამდენიმე ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ეს სერვისები.
ამანათებისა და გზავნილების ადგილობრივ ბაზრის 15%-17%-ი გვიჭირავს. კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს ნინო მენთეშაშვილი.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში