USD 2.8761

EUR 2.9929

TRY 0.0804

GBP 3.5776

RUB 0.029468

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯორჯიან მანგანეზი შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის ხელოვნურად შეჩერებას ეხმაურება

ჯორჯიან მანგანეზი შუქრუთის და კოროხნალის მაღაროებზე სამუშაო პროცესის ხელოვნურად შეჩერებას ეხმაურება

2024-03-14 12:20:00

13 მარტს, შუქრუთში, რადიკალურმა ჯგუფმა თვითნებურად, კანონდარღვევით შეაფერხა სამუშაო პროცესი. გადაკეტილია კოროხნალის მაღაროს შესასვლელი. შუქრუთის მაღაროზე გათიშულია ცენტრალური განიავების სისტემა, რამაც საფრთხე შეუქმნა დასაქმებულთა ჯანმრთელობას.აღნიშნული ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც ისჯება კანონით. 

რადიკალურად განწყობილ ჯგუფს, რომელიც კომპანიას მოთხოვნებს უყენებს, კომპენსაცია უკვეაღებული აქვს. თანხები კერძო საკუთრების ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, სხვადასხვაწლებში ეტაპობრივად გაიცა. პროცესში ჩართული ადგილობრივები კი ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და წარმოაჩინონ, რომ კომპანიისგან კომპენსაციები არ მიუღიათ. 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია ასაჯაროებს გაცემული თანხების ოდენობას. 2020-წლიდან სოფელ შუქრუთსა და პერევისაში ჯამში დაახლოებით 11 მილიონი ლარიგაიცა. კომპენსაციებით დაკმაყოფილების პროცესი დროებით გლობალურმა კრიზისმა შეაფერხა. მიმდინარე თვიდან კი თანხების გაცემა კატეგორიების მიხედვით განახლდა.

ჯორჯიან მანგანეზი მოუწოდებს  პროვესის მონაწილეებს არ შეაფეხონ, როგორც კომპანიის ოპერირება, ასევე კომპენსაციების გაცემის პროცესი. 


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები