USD 2.794

EUR 2.901

TRY 0.0776

GBP 3.4794

RUB 0.02884

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯაზ მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 28 ივლისს გავა

ჯაზ მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 28 ივლისს გავა

2023-07-18 00:00:59

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ფარგლებში ჯაზ მატარებელი დაბრუნდა. 28-30 ივლისს, ბათუმი რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის დღეების აღსანიშნავად, 28 ივლისს, თიბისი კონცეპტის, VISA-ს და საქართველოს რკინიგზის პარტნიორობის ფარგლებში, ფესტივალზე დასწრების მსურველებს საშუალება აქვთ თბილისიდან ბათუმში ჯაზ მატარებლით გაემგზავრონ.

ჯაზ მატარებელი თბილისიდან 28 ივლისს, 10:50 საათზე დაიძრება. მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებს SALIO.

მგზავრობისას გათვალისწინებულია:

  • ლანჩბოქსი და ტკბილეულობა,
  • გამაგრილებელი სასმელი,
  • სახალისო აქტივობები და საჩუქრები.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია ვალიდაციის გავლა თიბისი კონცეპტის ბარათითა და ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებლით მგზავრობა უფასოა.

6 წლამდე ბავშვებისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მშობლის ჯაზ-ფესტივალის ბილეთის უნიკალური კოდის მითითებით. ჯაზ მატარებელში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები