USD 2.8378

EUR 2.9317

TRY 0.0789

GBP 3.5237

RUB 0.028576

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Jakeli Wines ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში გადის

Jakeli Wines ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში გადის

2023-05-29 16:00:23

ბიო ღვინო Jakeli Wines მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში იყიდება. კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ჯაყელი ამბობს, რომ უცხოურ ბაზრებზე აქტივობა ბოლო პერიოდში არ შეუმცირებია, მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი ექსპორტზე ხელისშემშლელი გარემოებაა და გარკვეულ სირთულეებთან გამკლავება უწევთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც მეწარმე ყურადღებას ამახვილებს, მუშახელის დეფიციტია.

,,წარმოების დაწყების დღიდანვე ბიო მეურნეობაზე გავაკეთეთ აქცენტი და ამ ხაზს დღემდე მივყვებით. 20 წელია, ასევ მოვდივართ. წარმოებაში არანაირი დანამატი არ გვაქვს ჩართული, 100%-ით ნატურალური პროდუქტია, რაც დიდი მოწონებით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. უცხოეთში დოლარსა და ევროში ვვაჭრობთ, ამიტომ ლარის კურსმა გარკვეული სირთულეები შექმნა. კარგია, რომ ეროვნული ვალუტა მყარდება, მაგრამ ჩვენთვის სიტუაცია გაუარესდა. წარმოების პროცესში კი პრობლემას უკვე მუშების სიმცირე ქმნის. ხშირად ხდება, რომ დროულად ვერ ვშოულობ საჭირო მუშახელს და თვითონ მიწევს გარკვეული სამუშაოს შესრულება, რაც მეწარმისთვის იოლი ნამდვილად არ არის, ბევრ დარგშია ასე და ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, განვითარებაში მუდმივად გვექნება დაბრკოლება და სამეწარმეო ბიზნესს ძალიან გაუჭირდება“, - ამბობს ზაზა ჯაყელი.

Jakeli Wines -ის ბრენდით ყოველწლიურად 6000-6500 ბოთლი ღვინო ისხმება. ჯაყელის თქმით, ამაზე მეტს ვერც მოინდომებს, ვინაიდან ბიო სტანდარტს ვერ შეინარჩუნებს, რაც წარმოების მთავარი არსია.

ქართული ბრენდი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, სინგაპური, იტალია, საფრანგეთში, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ამერიკა, ისლანდია და ნორვეგია.

Jakeli Wines - ღვინის ამ ქართული ბრენდის ისტორია 2007 წელს დაიწყო. ძმებმა ზაზა და მალხაზ ჯაყელებმა კომპანია ,,ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები“ დააარსეს და ბიო სერტიფიკატიც მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ჯაყელების ერთ-ერთი საფირმო პროდუქტი - ორგანული წესით წარმოებული ხაშმის საფერავია. 2015 წლიდან ამ ხაზს დაემატა თეთრი ღვინოების კატეგორია, რომელიც ევროპაში წარმატებით იყიდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები