2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 44,936 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ PMCG-ის მიერ მომზადებულ „დასაქმების თრექერშია“ აღნიშნული.
ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 9.7%-ით ნაკლებია 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.
2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.8% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
„2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 8,185 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.4%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 11,778 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37.5%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 10,560 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.5%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 40.5%- ით გაზრდილი მაჩვენებელია“, წერია „დასაქმების თრექერში“.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში