საჰაერო სატვირთო გადამზიდავები IV კვარტალში გადაზიდვების ზრდას პროგნოზირებენ. როგორც Business Insider Georgia-სთან ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines-ის პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ განაცხადა, მეოთხე კვარტაში სატვირთო თვითმფრინავებით საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოთხოვნა საკმაოდაა გაზრდილი.
„ზოგადად ტვირთბრუნვა მსოფლიოში დარჩა იგივე, მცირედით მოიმატა კიდეც. უბრალოდ საჰაერო ტვირთების გადატანა დღეს ხდება სამგზავრო საჰაერო ხომალდებით, მაგრამ მეოთხე კვარტალში ისევ დაიწყო ზრდა სატვირთო გადაზიდვებმა საჰაერო სატვირთო ხომალდებით.
ჩვენს მაგალითზე 2023 წლის 1-3 კვარტალში საკმაოდ ცოტა რეისები გვქონდა, თუმცა მეოთხე კვარტალში რეისების რაოდენობა გაიზარდა და უკვე ყოველდღე დავფრინავთ“, - განაცხადა შალვა კიკნაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა III კვარტლის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკა, საიდანაც ირკვევა, რომ 2023 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 28.4 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 53.2 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (83.9 პროცენტით), ასევე ტვირთბრუნვის (83.5 პროცენტით) მოცულობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთის ნაკადის მოცულობამ 4.8 ათასი ტონა შეადგინა. აქედან, 85.4 პროცენტი მიღებული ტვირთია, ხოლო 14.6 პროცენტი - გაგზავნილი.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში