USD 2.8563

EUR 2.9651

TRY 0.0797

GBP 3.547

RUB 0.028925

დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იური ნოზაძე ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

იური ნოზაძე ზალცბურგში ნადირობისა და მეთევზეობის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

2024-02-29 17:21:00

გამოფენის მთავარ მიზანს ნადირობისა და მეთევზეობის სფეროში მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ბიზნეს კავშირების დამყარება და ინოვაციების გაცნობა წარმოადგენს.

გამოფენის ფარგლებში, იური ნოზაძემ, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად,  ორმხრივი შეხვედრები გამართა ზალცბურგის ფედერალური მიწის სატყეო გაერთიანების, აგრარული პროფესიული სასწავლებლის, ავსტრიის მონადირეთა გაერთიანების, გარემოს დაცვის დეპარტამენტის, აგრეთვე ტიროლის ფედერალური მიწის სავაჭრო პალატის საგარეო ეკონომიკური დეპარტამენტისა და  ამავე ორგანიზაციაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

შეხვედრებზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ტყის მდგრადი მართვის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ნადირობისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა გარემოს დაცვის სფეროში ავსტრიული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა შესაბამისი მიმართულებით ასოციაციებს, პროფესიულ გაერთიანებებს, მცირე და მსხვილ მეწარმეებს, საჯარო უწყებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები