სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იტალიური რესტორანი Pastachi . პასტაჩი გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ პარმეზანის ბორბალზე ხელნაკეთი პასტა დააგემოვნონ.
როგორც რესტორნის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, 2 თვის წინ დაიწყეს ფუნქციონირება და უკვე იმდენად აქტიური მოთხოვნაა, რომ გაფართოებას და ახალი ფილიალების გახსნას გეგმავენ როგორც თბილისში, ასევე აჭარაში.
„ბაზარზე პირველები ვართ, ვინც ხელნაკეთ პასტა (მაკარონი) - ს სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის პარმეზანის ბორბალზე ხელნაკეთი პასტა, რომლის ანალოგი აქამდე არ იყო საქართველოში. ყოველდღიურად ვამზადებთ ახალ პროდუქტს ავთენტური იტალიური გემოებით. ძალიან კარგად მიგვიღო მომხმარებელმა, როგორც ადგილობრივებმა, ასევე ტურისტებმაც, ჩვენი გაყიდვების 50% უცხოელებზე მოდის.
იტალიელი შეფი გვყავს, რომელიც მართლაც საოცარ პროდუქციას (handmade) ქმნის. უკვე ვფიქრობთ გაფართოებაზეც. ახალი ობიექტის დამატებას ვფიქრობთ თბილისში (ვაკეში) და ბათუმში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც გემოებით, ასევე ფასითაც", - ამბობს რესტორნის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან.
ამ ეტაპზე „პასტაჩი" 4 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რასაც მალე პიცა დაემატება. რესტორანი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და სტაბილურად 4 ადამიანს ასაქმებს.
ცნობისთვის, პასტა ისეთივე ძველი, მიმზიდველი და სასურველია, როგორც თავად იტალია. პირველად იგი 1154 წელს გამოჩნდა სიცილიაში. 1790 წლამდე, სანამ ტომატის სოუსს დაამზადებდნენ მას მშრალად, ხელით ჭამდნენ. ჩანგლით მისი ჭამა მხოლოდ ტომატის პასტასთან ერთად დაიწყეს, სწორედ ეს იყო პასტის პირველი სახეობა.
დღესდღეობით მსოფლიოში 1300-მდე დასახელების პასტა არსებობს. როგორც სტატისტიკა მოწმობს წლის მანძილზე ერთი იტალიელი საშუალოდ 30 კილოგრამამდე პასტას მიირთმევს.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში