ისრაელის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბრიდან ქვეყანაში სკოლები სწავლების დისტანციურ ფორმატში გადავლენ. ამის შესახებ ისრაელის განათლების მინისტრმა იოავ კიშმა განაცხადა.
„ონლაინ სწავლება ძირითადად მიმართული იქნება ემოციურ და სოციალურ ასპექტებზე, რათა გააძლიეროს მოსწავლეთა მდგრადობა, ასევე - სიტუაციის შესაბამის საგანმანათლებლო შინაარსზე“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შაბათს პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელში სკოლების ნაწილო დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
უახლესი
8 თვის წინ
სსიპ-ებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება8 თვის წინ
იტალიური დღეები გორგიაში